ნახიდური
სიახლეები

რას ითხოვს ენერგეტიკის სექტორი?

გამოქვეყნდა 2026-07-21English
რას ითხოვს ენერგეტიკის სექტორი?

"CFD ტარიფები 20-25%-ითაა გასაზრდელი, რომ ინვესტორებს სტიმული მიეცეთ" - რას ითხოვს ენერგეტიკის სექტორი? როგორც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის “ბემონის” მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავა BMG-სთან ამბობს, გენერაციის ობიექტების მშენებლობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაძვირებული. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რიგ შემთხვევაში ინვესტორებს არსებული ტარიფებით ენერგოობიექტების მშენებლობა გაუჭირდეთ.

აქედან გამომდინარე, მირცხულავა მიიჩნევს, რომ საშუალო მედიანური ტარიფები, რომელიც სხვადასხვა გენერაციის ობიექტიდან გამომდინარე,5.5-6.6 ცენტის ფარგლებში იყო, 20-25%-ითაა დასაკორექტირებელი.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-იანი ან მეტი გაძვირება არის მშენებლობის თვითღირებულებაში. პირობითად, ჰიდროენერგეტიკაში 1 მეგავატის აშენება თუ ჯდებოდა 1.2-1.5 მლნ დოლარი, ახლა ეს 2-2.5 მლნ დოლარიც კი შეიძლება იყოს.

ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ აშენდეს რაც შეიძლება მეტი ენერგოობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას, რომ იყოს ენერგოდამოუკიდებელი, ენერგოთვითკმარი, აღარ დასჭირდეს იმპორტი. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა.

სრულად იხილეთ: bm.ge