ნახიდური

ჩვენ შესახებ

შპს „ნახიდური ჰესი“

7.2 მგვტ დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგური მდინარე ხრამზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 ნოემბრის №2105 განკარგულებით მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის ხელშეკრულება. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 2022 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობას (ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის გაფორმდა განხორციელების ხელშეკრულება, რომლის მიზანს წარმოადგენს „ნახიდური ჰეს“-ის ჰიდროელექტროსადგურის განხორციელება (მშენებლობა, ფლობა, ოპერირება) კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

შპს „ნახიდური ჰესი“ ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდ. ხრამზე 7,2 მგვტ დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის (ნახიდური ჰესის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტს — ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სოფ. ნახიდურის მიმდებარედ. მდ. ხრამის მარცხენა სანაპირო შედის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხოლო მარჯვენა სანაპირო — ბოლნისის მუნიციპალიტეტში. პროექტის შემადგენლობაში შედის: სათავე ნაგებობა, თევზსავალი, სადაწნეო მილსადენი, მიწისზედა ჰესის შენობა და გამყვანი არხი. გათვალისწინებულია დღე-ღამური რეგულირების ტიპის ჰესის მოწყობა. სათავე კვანძი განთავსდება ზღვის დონიდან 445 მ ნიშნულზე, დაგეგმილია 18 მ სიმაღლის წყალსაშვიანი კაშხლის მოწყობა. ჰიდროელექტროსადგური წელიწადში გამოიმუშავებს 51 მლნ კვტ/სთ-ს, მშენებლობის ხანგრძლივობა შეადგენს 30 თვეს, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 16 მილიონი აშშ დოლარი. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით.

2026 წელს იგეგმება ობიექტის დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება. საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტებისგან განსხვავებით, ნახიდური ჰესი რეგულირებადია და ვფიქრობთ, მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული სისტემისათვის.

ნახიდური ჰესის სქემატური ვიზუალი
  • 7.2მგვტ
    დადგმული სიმძლავრე
  • 51მლნ კვტ/სთ
    წლიური გამომუშავება
  • 18
    კაშხლის სიმაღლე
  • 445
    სათავე კვანძის ელევაცია

მთავრობის განკარგულება და განხორციელების ხელშეკრულება

პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის №2105 განკარგულებითა და სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 ნოემბრის №2105 განკარგულებით მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის ხელშეკრულება.

აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 2022 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობას (ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის გაფორმდა განხორციელების ხელშეკრულება, რომლის მიზანია „ნახიდური ჰეს“-ის ჰიდროელექტროსადგურის განხორციელება და მშენებლობა, ფლობა და ოპერირება - კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

რას ვქმნით და რატომ

  • სუფთა ენერგია

    წყლის ენერგიის გამოყენებით ვამცირებთ ატმოსფეროში ნახშირბადის გამოყოფას და ვაძლიერებთ საქართველოს განახლებად ენერგომატრიცას.

  • ენერგეტიკული უსაფრთხოება

    რეგულირებადი ჰიდროელექტროსადგური უზრუნველყოფს ქსელის სტაბილურობას და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას.

  • ადგილობრივი განვითარება

    ინვესტიცია, დასაქმება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ბოლნისის მუნიციპალიტეტში — ქართული რეგიონის სასარგებლოდ.

ჩვენი პარტნიორები

Partner 1
ხედი მდინარე ხრამის ხეობისკენ

ბოლნისი · მდინარე ხრამი

ნახიდური ჰესი მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე. სათავე კვანძი განთავსებულია ზღვის დონიდან 445 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო 18 მეტრი სიმაღლის წყალსაშვიანი კაშხალი უზრუნველყოფს მდგრად და მოქნილ ოპერირებას.

გაიგე მეტი ნახიდური ჰესის შესახებ

ნახე უახლესი სიახლეები ან დაგვიკავშირდი პირდაპირ.