ნახიდური
ნახიდური ჰესი

ნახიდური ჰესი

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 ნოემბრის №2105 განკარგულებით მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის ხელშეკრულება. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 2022 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობას (ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ნახიდური ჰესს“ გაფორმდა განხორციელების ხელშეკრულება, რომლის მიზანია „ნახიდური ჰეს“-ის ჰიდროელექტროსადგურის განხორციელება (მშენებლობა, ფლობა, ოპერირება) კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

შპს „ნახიდური ჰესი“ ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდ. ხრამზე 7,2 მგვტ დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის (ნახიდური ჰესის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტს.

  1. 2022

    პროექტის დაფუძნება

    სამთავრობო მოწონება და ხელშეკრულების გაფორმება

    2022 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოწონებულ იქნა ნახიდური ჰეს-ის პროექტი. 1 დეკემბერს გაფორმდა განხორციელების ხელშეკრულება საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ნახიდური ჰეს“-ს შორის.

  2. 2023

    მშენებლობის დაწყება

    სამშენებლო სამუშაოების გახსნა

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე, სოფელ ნახიდურის მიმდებარედ დაიწყო 7.2 მგვტ სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით ხორციელდება, საინვესტიციო ღირებულება — 16 მილიონი აშშ დოლარი.

  3. 2024

    ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა

    კაშხლის და სადაწნეო სისტემის მშენებლობა

    მიმდინარეობს პროექტის საძირკვლური ელემენტების - 18 მეტრი სიმაღლის წყალსაშვიანი კაშხლის, სათავე ნაგებობის, თევზსავლისა და სადაწნეო მილსადენის მოწყობა. სათავე კვანძი განთავსდება ზღვის დონიდან 445 მეტრის სიმაღლეზე.

  4. 2025

    დასრულების ეტაპი

    ჰეს-ის შენობა და საბოლოო სამუშაოები

    სრულდება მიწისზედა ჰეს-ის შენობის, გამყვანი არხისა და დღე-ღამური რეგულირების სისტემის მოწყობა. პროექტის 30-თვიანი სამშენებლო ციკლი უახლოვდება დასასრულს.

  5. 2026

    გაშვება და ოპერირება

    ექსპლუატაციაში გაშვება

    ნახიდური ჰეს-ი შედის სამუშაო რეჟიმში და იწყებს წელიწადში 51 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას. როგორც რეგულირებადი ჰიდროელექტროსადგური, იგი უნიკალურ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობაში.

ჩვენი პარტნიორები

Partner 1

გაიგე მეტი ნახიდური ჰესის შესახებ

ნახე უახლესი სიახლეები ან დაგვიკავშირდი პირდაპირ.