ნახიდური
სიახლეები

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება,როგორი იყო მოხმარება 2026 წლის ივნისში

გამოქვეყნდა 2026-07-21English
საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება,როგორი იყო მოხმარება 2026 წლის ივნისში

2026 წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 16.3%-ით შემცირდა და 1.124 გვტ.სთ შეადგინა, - ამის შესახებ„თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.კვლევის თანახმად, შემცირებულია როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ასევე, თბოსადგურებისა და ქარის სადგურების გენერაცია.კერძოდ, გამომუშავება წყაროების მიხედვით ივნისში ასეთი იყო: ჰიდრო - 1.114 გვტ.სთ (-16.1% წ/წ); თბოგენერაცია - 1.7 გვტ.სთ (-71.5% წ/წ); ქარი- 6.4 გვტ.სთ (-28.7% წ/წ); მზე - 1.3 გვტ.სთ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება ჯამურად 2.3%-ით შემცირდა.„კლების ძირითადი მიზეზი მაისი-ივნისის პერიოდში დისპეტჩერის მოთხოვნით შეზღუდული გენერაცია იყო, ვინაიდან თურქეთში არსებული დაბალი ფასების გამო ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან მკვეთრად შემცირდა.

2026 წლის ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 5.33 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 2.0%-ით მეტია 2025 წლის ივნისის მონაცემზე. 2026 წლის ივნისში საქართველომ იმპორტის სახით 13 გვტ.სთ ელექტროენერგია შემოიტანა, თუმცა, იმპორტი არაკომერციული ხასიათის იყო და სისტემური საჭიროების გადა - დინებას წარმოადგენდა. ანალოგიურად, საქართველოდან აზერბაიჯანში დაახლოებით იმავე მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა.თუმცა, აღსანიშნავია, რომ 5 ივლისიდან საქართველომ თურქეთის მიმართულებით ექსპორტი განაახლა, კერძოდ კი მიმდინარე პერიოდში ექსპორტზე გადის 400-420 მეგავატი სიმძლავრე ღამის საათებში“, - ვკითხულობთ კვლევაში.

bpn.ge

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში - ივნისი 2026