ნახიდური
სიახლეები

ქვეყნები, სადაც ენერგორესურსების მოხმარებაზე ყველაზე მეტს იხდიან

გამოქვეყნდა 2026-07-21English
ქვეყნები, სადაც ენერგორესურსების მოხმარებაზე ყველაზე მეტს იხდიან

მსოფლიოში ენერგორესურსებზე ყველაზე მეტს ევროპული ოჯახები ხარჯავენ. visualcapitalist-ის რეიტინგში, სადაც სულ 66 ქვეყანა მოხვდა, პირველი 20 ქვეყნიდან, 15 სწორედ ევროპაში მდებარეობს.(შენიშვნა: ენერგორესურსების ხარჯებზე მონაცემები მოიცავს ელექტროენერგიის, გაზის, გათბობისა და სახლში გამოყენებული სხვა საწვავის ხარჯებს, თუმცა მასში არ შედის ტრანსპორტირების ხარჯები)

ამ რეიტინგის მიხედვით, ენერგორესურსებზე ყველაზე მაღალი ხარჯი შვედეთში აქვთ, 2025 წლის მონაცემებით, ერთი ადამიანი წლიურად 1 926 დოლარს ხარჯავს, მეორე ადგილზეა ფინეთი - 1 786 დოლარით და სამეულში შედის ავსტრია - 1 709 დოლარით.ტოპ-10ქვეყანა ენერგო რესურსებზ ეყველაზე მაღალი საყოფაცხოვრებო დანახარჯების მიხედვით(საშუალო წლიური ხარჯი ერთსულზე 2025წელს):

შვედეთი - 1 926 დოლარი, ფინეთი-1786 დოლარი, ავსტრია - 1 709 დოლარი, დანია - 1 583 დოლარი, გერმანია - 1 450 დოლარი, შვეიცარია - 1 388 დოლარი, ჩეხეთი - 1 214 დოლარი, საფრანგეთი - 1 195 დოლარი, იტალია - 1 139 დოლარი, ნიდერლანდები-1137 დოლარი.

აღნიშნულ რეიტინგში აშშ მე-16 ადგილზე მოხვდა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე წლიურად საშუალოდ 1 042 დოლარი იხარჯება. ენერგორესურსებზე ყველაზე მცირე თანხას კი შემდეგ ქვეყნებში ხარჯავენ - ბოლივია - 25 დოლარი; ალჟირი - 29 დოლარი, ეგვიპტე - 35 დოლარი. visualcapitalist-ის რეიტინგში მოხვდა საქართველო და მისი 2 მეზობელი ქვეყანა - სომხეთი და თურქეთი. 66 ქვეყანას შორის, ენერგორესურსებზე საყოფაცხოვრებო დანახარჯების მიხედვით 48-ე ადგილზეა სომხეთი, სადაც ერთი ადამიანი წლიურად 200 დოლარს იხდის, 143-დოლარიანი ხარჯით 51-ე ადგილზეა საქართველო, ხოლო თურქეთი 53-ე ადგილზე განთავსდა ერთ სულ მოსახლეზე 135-დოლარიანი ხარჯით.

bpn.ge