რა გავლენა ჰქონდა გენერაციის შეზღუდვას სექტორზე?

გენერაციის შეზღუდვებმა და სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარმა მიდგომამ კერძო სექტორს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს პირველად დაირღვა პასუხისმგებლობის თანაბარი გადანაწილების პრინციპი: მაშინ, როდესაც კერძო სადგურები გაჩერებული იყო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს გენერაცია არ შეზღუდვიათ.გენერაციის შეზღუდვით მიყენებული ზარალი, წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს.
„2027 წელს, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, სექტორი კიდევ უფრო მეტი დარტყმის ქვეშ დადგება. რეალობა გახლავთ ის, რომ მაისის, ივნისის და ივლისის გარკვეულ პერიოდში ადგილი ჰქონდა შეზღუდვებს. შეზღუდვებში იგულისხმება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების გაჩერება. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც წყალუხვობის პერიოდი გვაქვს და ძალიან დიდი დოზით არის შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერმა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტმა აგენერიროს ელექტროენერგია და უზრუნველყონ შემდეგ მისი გაყიდვა.ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შემოსავალი შეუმცირდათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, დადგნენ სერიოზული ფინანსური რისკის და პრობლემის წინაშე, რაც არის მათ მიერ კომერციული ბანკებიდან აღებული ვალდებულებების შესრულება.
სტატია სრულად და ასევე გადაცემა იხილეთ bm.ge
